|
2021-08-19 14:51:19, 405 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია და სრული აღდგენა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და "ქართუ ფონდმა" დააფინანსა
განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. მინისტრ აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, ვიცით, როგორც გავაკეთოთ, როგორ ავწიოთ ის სტანდარტი, რომელიც აუცილებელია. ვაშენებთ სკოლებს, ბაღებს, 170-ზე მეტი ახალი სკოლა აშენდა, 250 სკოლა გარემონტდა ევროპული სტანდარტის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მომდევნო წლების განმავლობაში 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება ევროპული სტანდარტის მიხედვით. „რაც შეეხება გურიას, გურია, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მწირი მიწიანი, გურულებს შრომა არ ეზარებათ და სწორედ თქვენი, მშრომელი ხალხის დამსახურებაა ის, რომ დაიწყეთ ინოვაციური ახალი პროექტების განხორციელება. სულ რაღაც 3-4 წელიწადში გაშენდა 300 ჰექტარზე მეტი ლურჯი მოცვის ბაღები. მთავრობამ აქტიურად დაიწყო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა უკვე რამდენიმე წელიწადია ვეხმარებით, 120 ჰექტარზე მეტი ჩაის პლანტაციების აღდგენა მოხერხდა და ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ მეტს გავაკეთებთ, კიდევ მეტ შეღავათიან პროგრამას შევთავაზებთ ჩვენს მოქალაქეებს. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ოზურგეთში. ძალიან ბევრი, ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა ბოლო 8 წლის განმავლობაში ცენტრალური მთავრობის მიერ, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებშიც. ოზურგეთს წელს შეემატა ერთ-ერთი მართლაც გამორჩეული, სამაგალითო ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი, რომლის რეაბილიტაცია, სრული აღდგენა დააფინანსა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა". მადლობა კიდევ ერთხელ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ავტომანქანა დაეჯახა, მანამდე დაიღუპა დედაც
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინელი პატიმრების მიმართ ძალადობაში მონაწილე 15 ადამიანს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების ახალი სერია დაასრულეს
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)