|
2021-08-14 14:37:06, 461 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ვგეგმავთ 1 300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას და 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას
ბოლო 8 წლის განმავლობაში, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ და საკმაოდ დიდი პროგრესი ჰქონდა ყველა მიმართულებას, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, თუ სხვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" დედოფლისწყაროს მერობის კანდიდატის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე, რომელიც 10 წლიანი განვითარების გეგმას გულისხმობს. „ახლა, ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვა. ეს არის 10 წლიანი განვითარების გეგმა, დეტალური, კონკრეტული და ჩვენ ზუსტად ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. თითოეული რეგიონის მიხედვით და მუნიციპალიტეტის დონეზე. გვაქვს ზუსტად გაწერილი გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის მიმართულებით რა პროგრესი უნდა განვახორციელოთ, ეს იქნება სკოლების რეაბილიტაცია, თუ ბაღების მშენებლობა, ყველაფერი ერთიანი სტანდარტით, ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით უნდა მოეწყოს. ასევე ჩემი ინიციატივით, უკვე დავიწყეთ მასშტაბური ურბანული განახლების პროექტები, რომლის ფარგლებშიც ძალიან საინტერესო, ევროპული ტიპის ცენტრები შეიქმნება ყველა მუნიციპალიტეტში და ყველა ქალაქში. დედოფლისწყაროზე ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება. ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში, იქნება ეს გზების რეაბილიტაცია, ზოგადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სკოლების, ბაღების მშენებლობა, რეაბილიტაცია, ასევე, ავაშენეთ ახალი მრავალპროფილური ჰოსპიტალი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი გეგმები გვაქვს, უფრო მეტად ამბიციურები უნდა ვიყოთ და მეტი საქმე გავუკეთოთ ჩვენს ხალხს. მომდევნო წლების განმავლობაში ვგეგმავთ 7 მლრდ. ლარის ინვესტიციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ძალიან ბევრი პროგრამა მუშაობს ეფექტიანად და მოსახლეობამ უკვე გაითავისა, ყველაფერი გაიგეს, როგორ შეიძლება ამ პროგრამების გამოყენება. პროგრამა, როგორიც არის, მაგალითად შეღავათიანი აგროკრედიტი, „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი". ამ პროგრამების გამოყენებით, ჩვენმა მოსახლეობამ, ძალიან ბევრმა ფერმერმა ისარგებლა და ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიქმნა. მაგალითისთვის, პროგრამით - „აწარმოე საქართველოში" დაფინანსებული არის 1 000-მდე საწარმო. ძალიან ბევრმა ბენეფიციარმა ისარგებლა აღნიშნული პროგრამით და მილიარდ ლარამდე არის ინვესტირებული. შედეგად, 20 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ჩვენ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმები გვაქვს. ვგეგმავთ 1 300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას და შედეგად, 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)