|
2021-08-13 14:44:36, 532 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის სხდომაზე ქობულეთის უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს
დღეს ქობულეთში აჭარის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტის მასშტაბური ბიუჯეტი და ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები განიხილეს.-ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს. მათი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება. ქობულეთის ბიუჯეტი 14 100 885 მლნ ლარით გაიზარდა და 51 962 000 მლნ ლარს შეადგენს. ნაერთი ბიუჯეტი 80 მლნ ლარია. ,,უპრეცედენტო ბიუჯეტის ფარგლებში, გაიზარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სატრანსფერო დაფინანსება და ჯამში, მხოლოდ ქობულეთის ბიუჯეტი შეადგენს შეადგენს 51 მილიონ ლარზე მეტს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი, ჯამში არის 80 მლნ ლარზე მეტი. ეს არის საშუალება, რომ მუნიციპალიტეტში განხორციელდეს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი და გაიზარდოს როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური პროგრამების მოცულობა. ტურიზმი არის ქობულეთში შემოსავლის ძირითადი წყარო. ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მთელი რიგი ახალი ტურისტული მიმართულებების განვითარება. კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებთან ერთად, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ უფრო მოიზიდავს ვიზიტორებს, ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას. განსაკუთრებით მისასალმებელია ქობულეთის 3 კილომეტრიანი სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია. სრულად განახლდა ბულვარი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია. მოეწყო სასეირნო ზოლი, სპორტული მოედნები. რისთვისაც 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „განახლებული რეგიონების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ეს პროექტი კიდევ უფრო განვითარდება, დაემატება ახალი ბულვარი და შემდეგი წლების განმავლობაში, უდნა შევძლოთ, რომ მთლიანად კეთილმოვაწყოთ ქობულეთის ბულვარი"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძემ სასპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მუნიციპალიტეტში ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა. დაიწყება სპორტული კომპლექსის მშენებლობა. პროექტი მოიცავს სპორტული კომპლექსის, რეკრეაციული სივრცის და 2 საფეხბურთო მოედნის მშენებლობას. ჩაქვში დაიწყო თანამედროვე სტანდარტების ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 4 406 083 ლარია. ,,ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში რჩებოდა მოუგვარებელი გახლავთ ქობულეთის სპორტული კომპლექსი. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ უკვე შეისყიდა შესაბამისი პროექტი. ამ მიმართულებითაც ვგეგმავთ, რომ 30 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯოს და ჯანსაღი ცხოვრების წესს ქობულეთში კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს'' - განაცხადა რეგიონის თავმჯდომარემ. "აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში 13 664 000 ლარის სამუშაოებს განახორციელებს."-აღნიშნულია განცხადებაში
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)