|
2021-08-13 14:20:32, 502 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი რეგიონების განვითარების მიმართულებით 32 მლრდ. დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას და რეგიონების განვითარებას, 32 მლრდ. დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში, მთელი რეგიონების განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეტაპობრივად, თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი, ევროპული ტიპის, ევროპული დონის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად უნდა გარდაიქმნას. „თქვენ თუ მოგზაურობთ რიკოთის მიმართულებით, ნახავთ, რომ მასშტაბური, შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტი ხორციელდება, 50-ზე მეტი ხიდი, გვირაბები, უნიკალური პროექტია მართლაც. წითელი ხიდიდან სარფამდე 4 საათში შეეძლება ადამიანს, რომ ჩავიდეს, რაც ძალიან შეამცირებს და გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, მობილობას გაუადვილებს მოსახლეობას. ასევე დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, მე მინდა, რომ ევროპული ტიპის ცენტრები შეიქმნას. ჩვენ ეტაპობრივად უნდა გარდავქმნათ თითოეული ქალაქი, მუნიციპალიტეტი, ევროპული ტიპის, ევროპული დონის ქალაქებად და მუნიციპალიტეტებად და შემდეგ, ეს განვითარება ჩავიტანოთ ყველა სოფელში, შევქნათ ახალი ტურისტული ადგილები, წელს 500 მლნ. დაიხარჯება ამ მიმართულებით, ყველა ქალაქში მოეწყობა აღნიშნული ტიპის ევროპული ცენტრები და ურბანული განახლების პროექტი განვითარდება, გაგრძელდება. ჩემი დავალებით, ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი ტურისტული ადგილები, ატრაქციები, რომ მეტი დამსვენებელი, მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი. ასევე, მეტი სარეკრეაციო სივრცეები, მეტი პარკები, მეტი გასართობი ადგილები ჩვენი ბავშვებისთვის, დამსვენებლებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ეს ყველაფერი ჩვენ კარგად ვიცით, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ახლა, ჩვენი შემაფერხებელი არის ის საბოტაჟი, ის მუდმივი ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის შექმნის მცდელობაც აქვთ ჩვენს ოპონენტებს. ამის საშუალება არ მივცეთ არავის. განვითარებას წინ ვერავინ ვერ დაუდგება. ჩვენ მივდივართ წინ და აუცილებლად გავაგრძელებთ და მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)