14:39 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 15:04:24, 415 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი- როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა კანონის აღსრულება იყო

როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა კანონის აღსრულება იყო, ადამიანები ბჭობდნენ, კანონი აღვასრულოთ თუ არ აღვასრულოთო, მე  ვეკითხები, რა აზრი აქვს მაშინ ან სამართლებრივ სახელმწიფოს, ან კანონს, ან კონსტიტუციას?!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, „ქართული ოცნების" თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

„წინა გამოსვლაზე ვთქვი და მინდა გავიმეორო. პროგნოზირებადობა, ანუ განჭვრეტადობა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის. ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს რომ ვკითხოთ, ჩვენს ძმებს, დებს. ადამიანი ვერ დაგეგმავს ხვალინდელ დღეს კი არა, დღევანდელ დღესაც, თუ არ იცის რა მოხდება უახლოეს საათებში, დღეებში. როცა ადამიანს მუდმივად ამყოფებ ქაოსში, აგრესიის ფონზე და მიმდინარეობს ამის პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი შემაფერხებელი ფაქტორი. როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მახსოვს მაშინ, ერთ- ერთი მთავარი გამოწვევა იყო კანონის აღსრულება. ადამიანები ბჭობდნენ, აღარ მინდა ვილაპარაკო გვარებით და სახელებით, აღვასრულოთ კანონი თუ არ აღვასრულოთო. მე  ვეკითხები, რა აზრი აქვს ან სახელმწიფოს, ან სამართლებრივ სახელმწიფოს, ან კანონს, ან კონსტიტუციას, ამიხსნას მაშინ ვინმემ. ამ ვითარებაში, ასეთ მოცემულობაში როცა ადამიანი, მოქალაქე უყურებს, რომ ვიღაც არის პრივილეგირებული, მასზე არ სრულდება კანონი და სხვა ყველაზე უნდა აღსრულდეს კანონი, იქ დაინგრა, აღარ არსებობს სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ყველა ემორჩილებოდეს კანონს და იყოს სტაბილურობა. ჩვენ მაშინ ძალიან მყისიერად  აღვადგინეთ ის წონასწორობა, რომელიც დარღვეული იყო და ყველას მივუჩინეთ სათანადო ადგილიც და სიტყვაც და პასუხიც გავეცით. ასე იქნება ყოველთვის. ქვეყანაში დასრულდა რევოლუციების და ომების დრო, მეგობრებო. არც რევოლუცია და არც ომი იქნება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება და ამის გარანტი არის „ქართული ოცნება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics