|
2021-08-11 14:32:40, 432 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ინტენსიური მუშაობით 10 წელიწადში საქართველო თავისუფლად შეგვიძლია გავხადოთ ძლიერი ევროპული ქვეყანა
ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი - იქნება ეს რეგიონების განვითარება, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თეთრიწყაროში, „ქართული ოცნების" თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ინტენსიური მუშაობით 10 წელიწადში საქართველო თავისუფლად გახდება ძლიერი ევროპული ქვეყანა. „ჩვენმა გუნდმა ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განახორციელა. ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი - იქნება ეს რეგიონების განვითარება, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა. ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ ავაშენეთ 175 ახალი სკოლა. მე ახლახანს დავბრუნდი წალკის მუნიციპალიტეტიდან სადაც გავხსენით ახალი სკოლა. ეს არის მართლაც ევროპული სტანდარტის სკოლა. ჩემი დავალებით განათლების მინისტრმა მოამზადა განვითარების 10 წლიანი გეგმა. ჩვენ ყველა სამინისტროს გავაკეთებინეთ გრძელვადიანი განვითარების გეგმები და ზუსტად ვიცით, როგორ უნდა განვითარდეს თითოეული სფერო, თითოეული მიმართულება სექტორების მიხედვით გვაქვს მკაფიო ხედვა და ერთგვარი საგზაო რუკა, მოქმედების გეგმა, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ინტენსიური მუშაობით 10 წელიწადში საქართველო თავისუფლად შეგვიძლია გავხადოთ ძლიერი ევროპული ქვეყანა. ამისთვის საჭიროა თავდაუზოგავი, შრომა, შრომა და შრომა. საქმე, მუშაობა გვჭირდება, უამრავი საქმეა ქვეყანაში გასაკეთებელი. მას შემდეგ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი - ამაზე ვსაუბრობდით მე და ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მიდიოდა ნგრევა, რა თქმა უნდა ცალკეული ფრაგმენტული გამოვლინებები არსებობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მეგობრებო. დამთავრდა დრო ფრაგმენტული განვითარებების. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი, მასშტაბური, კომპლექსური მიდგომები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)