14:39 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-11 14:03:32, 399 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - კვლევის შედეგებმა ნათელი გახადა, რომ “ქართულ ოცნებას”, პრაქტიკულად, ალტერნატივა არ აქვს

გუშინ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები და ამან კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში „ქართულ ოცნებას" პრაქტიკულად ალტერნატივა არ აქვს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილიმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა კანდიდატის დასახელების შემდეგ ,,ქართული ოცნების'' რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება.

"ტელეკომპანია „იმედის" მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ჩვენი რეიტინგი პრაქტიკულად იმეორებს გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ შედეგს და ყოველი მეორე ამომრჩეველი კვლავ „ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. ყველას გვესმის, რომ თვითმმართველობის არჩევნებს თავისი სპეციფიკა გააჩნია. რა თქმა უნდა, საბოლოო შედეგებზე, მნიშვნელოვან გავლენას პერსონალური ფაქტორებიც ახდენს. სწორედ ამიტომ, გვაქვს მოლოდინი, რომ მას შემდეგ, რაც დასახელდება ყველა კანდიდატი, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო გაიზრდება. ამის ნათელი მაგალითია წინა თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც 2017 წელს ჩატარდა. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" შედეგი იყო 48%, ხოლო ერთი წლის თავზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, შედეგი გაიზარდა 56%-მდე. ამიტომ, ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ასეთივე ზრდა იქნება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ გვყავს და გვეყოლება ღირსეული კანდიდატები წარმოდგენილი ყველა არჩევით თანამდებობაზე და საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ მომავალ თვითმმართველობის არჩევნებზე". - განაცხადა პაპუაშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics