23:35 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 10:19:00, 602 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახური შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, ზედამხედველობას აძლიერებს

შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინსპექტორთა ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ.

 ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში განხორციელდება.

,,სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრება. დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, ობიექტი დაილუქება.

შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების ინიციატივა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ეკუთვნის. ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციების მიხედვით, აკრძალულია სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები“. - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics