|
2021-08-07 18:05:12, 645 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერი პოლიტიკურ ოპონენტებს- ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?!
თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ დაკავშირებით, საზოგადოებამ არაერთი სიცრუე მოისმინა. როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას აღნიშნა, დღეს კომპანიის ყველა თანამშრომელი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. „გუშინ ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. გაკვირვებული ვიყავი მათი მოთხოვნებით, პროტესტის შინაარსით. თან თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი სამუშაოს დაუბრუნდა, მიდიოდა მათი ბულინგი, შეურაცხყოფა, რამდენიმეს ფიზიკურადაც შეეხნენ, რაც ძალიან ცუდია. ამის მერე, ვიხილეთ პარალიზებული თბილისის ხილვით გახარებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გადავსებულ ნაგვის ბუნკერებთან და ცოტა მოგვიანებით, უკვე დასუფთავებაზე გასულებს, როგორ გვიშლიდნენ ხელს და ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას. მართლა რა გჭირთ და რა დაგემართათ?! ასე როგორ შეიძლება გძულდეთ საკუთარი ქალაქი, ქვეყანა, ხალხი, რომ მუდამ დესტრუქციაზე ფიქრობდეთ?! როგორ შეიძლება დედაქალაქს ეძახდე აყროლებულ ქალაქს და ხარობდე ნაგვის გადავსებული ქუჩების ხილვით?!“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ცილისწამება მოიმატებს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტული საქმეებითა და პროექტებით უპასუხებს. „ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, არ შევდივარ პოლიტიკურ ოპონენტებთან დავაში პოლიტიკურ თემებზე, მაგრამ არასდროს მოგცემთ უფლებას პროვოკაცია მოუწყოთ თბილისელებს, შელახოთ და ფეხქვეშ გათელოთ თბილისის იმიჯი. ამ ბრძოლაში ვიყავი და ვარ უკომპრომისო. ნაგვის გატანა ღირსეული საქმეა და ამას აუცილებლად ყოველთვის გავაკეთებთ. ყოველთვის დავუდგებით ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს გვერდით. ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რა თქმა უნდა, არ იქნება ის მეთოდები, რასაც თუნდაც თქვენ ჩვენთან მიმართებაში იყენებთ. ჩვენ დავდგებით ყველაფერზე მაღლა და იმ ბოროტებას, სიბინძურეს და ცილისწამებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, კიდევ უფრო მეტი იქნება, ამ ყველაფერს კონკრეტული საქმეებით - გაკეთებული, განხორციელებული პროექტებით და სამომავლო გეგმებით ვუპასუხებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)