22:37 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 12:50:19, 703 ნახვა

საზოგადოება
„ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის გადასარჩენად“ - ხელოვნების მუზეუმთან აქცია იმართება

არასამთავრობო ორგანიზაციების, „თავისუფლების ინსტიტუტისა“ და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების“ ორგანიზაციებით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან საპროტესო აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების გატანას აპროტესტებენ. მათ სიმბოლურად „ცოცხალი ჯაჭვი“ გააკეთეს და აცხადებენ, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, შენობა „ფიზიკურადაც დაიცვან“.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა მუზეუმის წინ აღმართულ ღობეზე ქართველი საზოგადო მოღვაწის, ექვთიმე თაყაიშვილის პოსტერები გამოაკრეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორიტსა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობა აღდგენას უნდა დაექვემდებაროს, რის გამოც, მუზეუმიდან ექსპონატები, მათ შორის, ოქროს ფონდი, დროებით სხვა სივრცეში უნდა იქნეს გადატანილი.




ავტორი: თეონა დორეული, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics