00:06 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 12:02:50, 331 ნახვა

საზოგადოება
გლდანის პირველ მიკრორაიონში საზოგადოებრივი სივრცე და სპორტული მოედანი გაიხსნა

გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სპორტული მოედნის და საზოგადოებრივი სივრცის  მოწყობა დასრულდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სივრცე ფეხბურთის ტურნირით - „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2021“ გაიხსნა. ღონისძიებას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად დაესწრო.

ამასთანავე, სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე მოეწყო სპორტული მოედანი, დასასვენებელი და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა ღია სივრცის ჩოგბურთის მაგიდა, განთავსდა სასმელი წყლის შადრევანი და საქანელა სკამები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გარე განათების სისტემა და დაიგო ბალახი.

გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი წლების განმავლობაში, კერძო საკუთრებაში იყო, რის გამოც, მისი რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. ადგილმონაცვლეობის შედეგად, ტერიტორია მუნიციპალიტეტს გადმოეცა, მოსახლეობასთან შეთანხმებით შემუშავდა პროექტი, რის შემდეგაც, რაიონის გამგეობამ მოსასვენებლი სივრცე და მინი სპორტული მოედანი  მოაწყო. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 257 585 ლარი დაიხარჯა.

 

რაც შეეხება ტურნირს, ჩემპიონატში - „გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2021“   აპლიკაციის მეშვეობით დარეგისტრირებული პირველი 16 გუნდი მონაწილეობს.  ფეხბურთის ტურნირი ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით (პლეი ოფებით) გაგრძელდება.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები სავაჭრო ცენტრის ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან. პირველ ადგილზე გასული გუნდის წევრებს 200-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, მეორე ადგილზე გასულებს - 150-ლარიანი ვაუჩერები, ხოლო მესამე ადგილზე გასული გუნდის წევრებს 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ. ასევე, დასახელდებიან სამ ნომინაციაში გამარჯვებულები: საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მეკარე და ბომბარდირი. ნომინაციებში გამარჯვებულებს სავაჭრო ცენტრის 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცემათ.

ტურნირის ფინალი 15 აგვისტოს გაიმართება. შეჯიბრი პანდემიის დროს არსებული ყველა რეგულაციის დაცვით ტარდება.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics