|
2021-08-05 11:07:40, 1551 ნახვა
სამართალი
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანი თავისუფალია
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი, მარინა ჩოლოიანი, თავისუფალია. ბრალდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ე.წ უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, პირობით ვადამდე გათავისუფლდა. „მარიანა ჩოლოიანი გათავისუფლდა საბჭოს გადაწყვეტილებით, მას კანონმდებლობით ეხებოდა პირობით ადრე გათავისუფება, საბჭომ უარი განუცხადა მარიანა ჩოლოიანს, რის შემდეგაც, დაცვის მხარემ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ომ ბათილად ეცნო საბჭოს გადაწყვეტილება. კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებდა ჩოლოიანი“, - განაცხადა მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა „ტვ პირველთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 17 დეკემბერს „მწვანე სკოლის“ მოსწავლემ, 15 წლის ლუკა სირაძემ სოციცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სუიციდის მთავარ მიზეზად, მარიანა ჩოლოიანის მხრიდან მოზარზე ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდებოდა. 2020 წლის 7 სექტემბერს მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)