|
2021-08-05 10:08:37, 696 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისია უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს რეკომენდაციებს აძლევს
2021 წლის 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე ძველი სისტემით დანიშნა, რაც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რჩევებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, - ამის შესახებ ევროკომისიი მიერ უვიზო რეჟიმის მონიტორინგის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარი. გარდა სასამართლო რეფორმისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და მიიღო ზომებიც კომისიის რეკომენდაციების გასათვალისწინებლად. ევროკომისია საქართველოს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს: „ აქტიურად განაგრძეთ წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის უსაფუძვლო განცხადების საკითხის მოგვარება, სავიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიების მორგება მიგრანტების პროფილებზე, მათ შორის, მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით, დაყოვნებული და თავშესაფრის უსაფუძვლო გაცხადებაზე გააუმჯობესეთ ანტიკორუფიცული ინსტიტუტებისა და სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურობა, რათა უკეთ მართოთ მაღალ თანამდებობის პირებში კორუფციის შემთხვევები, უზრუნველყავით, რომ ყველა ასეთი საქმე გამოძიებული იყოს. დაასრულეთ უზენაესი სასამართლოს რეფორმა, მოსამართლეთა შერჩევის იმ პროცედურის შემოღებით, რომელიც სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ევროპულ სტანდარტებს; დაასრულეთ პროკურატურის რეფორმა, მათ შორის, გამომძიებლებისა და პროკურორების ფუნქციების გამიჯვნით; დაასრულეთ ფინანსური დაზვერვის სამსახურის ოპერატიული განვითარება იმის უზრუნველყოფით, რომ (ა) მას შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია მომხსენებელი უწყებისგან და (ბ) ექნება სრული, დროული წვდომა საჭირო ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციაზე მისი ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად; გააგრძელეთ ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლა. კერძოდ, უკანონო საქმიანობიდან შემოსავლების გათეთრების წინააღმდეგ; გააგრძელეთ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით. უზრუნველყავით საქართველოს სავიზო პოლიტიკის შემდგომი შესაბამისობა ევროკავშირის ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების სიებთან. კერძოდ, იმ მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებშიც არალეგალური მიგრაციაა ან წარმოადგენენ რისკს ევროკავშირისთვის“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)