|
2021-08-04 13:45:58, 484 ნახვა
საზოგადოება
დიდგორობის დღესასწაული მასშტაბურად აღინიშნება
12 აგვისტოს დიდგორის ძლევამოსილი ბრძოლიდან 900 წელი შესრულდება. „ძლევაი საკვირველის“ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს მთავრობის ორგანიზებით მასშტაბური ღონისძიება იგეგმება, რომლისთვისაც მზადება უკვე დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დიდგორის ბრძოლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რეპეტიციები სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს. ერთ-ერთ ლოკაციას წარმოადგენს გელათის სამონასტრო კომპლექსი, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების ოთხი კოლოფი მონაწილეობს - ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, II ქვეითი ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის პირადი შემადგენლობა, ასევე დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები. ,,12 აგვისტოს დიდგორის მემორიალსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე გელათის სამონასტრო კომპლექსსა და გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე შთამბეჭდავი თეატრალიზებული სანახაობით საქართველოს ისტორიის მე-12 საუკუნის მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაცოცხლდება. ღონისძიებაში საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი და ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. დიდგორობის დღესასწაულზე სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებაც იგეგმება.’’ - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)