14:15 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 12:55:12, 518 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი შეიქმნება

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ციფრული უნივერსიტეტი დაარსდება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ,,ინოვაციური იდეა უნივერსიტეტებისთვის  ელექტრონული პლატფორმის შექმნას მოიაზრებს, რომელიც  განსაკუთრებული საჭიროების მქონე სტუდენტებს  ციფრულ მომსახურებას შესთავაზებს"

მსჯავრდებულებისთვის ციფრული უნივერსტეტის შექმნაზე რატი ბრეგაძემ სამინისტროს 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ,,ციფრული უნივერსიტეტი გაზრდის პატიმრებში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას და დაინტერესებას, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას".

უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ციფრული უნივერსიტეტი ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს, რაც მსჯავრდებულ სტუდენტებს სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალებას მისცემს, განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ციფრული უნივერსიტეტი მსჯავრდებულ სტუდენტებს ინდივიდუალურად მეცადინეობის შესაძლებლობას მისცემს. მათ შეეძლებათ, დაესწრონ ონლაინ ლექციებს;   ჰქონდეთ  ინტერაქტიული კომუნიკაცია ლექტორებთან.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე არსენალის მთის პროექტზე - 2011 წლიდან კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს
კალაძე - არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროკავშირის, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები
პრემიერი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ე.წ. ლიბერალების თავდასხმის განსაკუთრებული სამიზნეა
ორბანი კობახიძეზე - ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics