03:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 15:27:30, 528 ნახვა

საზოგადოება
ამერიკის ბერკლის და ავსტრიის უნივერსიტეტები ბათუმში სასწავლო პროექტებს განახორციელებენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე   ამერიკის ბერკლის უნივერსიტეტის ელჩს, ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტებს შეხვდა.

მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ბათუმში, საზაფხულო სკოლებში, 500 სტუდენტს გადაამზადებენ.

შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო პროგრამების  განხორციელების მიმდინარეობა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. დაიგეგმა თანამშრომლობა უმაღლესი განათლების გაღრმავების, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესორების ჩართულობის მხრივ.

ბათუმი, თავს იმკვიდრებს მსოფლიო რუკაზე როგორც განათლების ჰაბი. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით დაიწყო   კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა. ასევე, ბათუმში შენდება განათლების ქალაქი, რომელიც მოიცავს მათემატიკურ სკოლას, საერთო საცხოვრებელს, ხელოვნების სკოლას, პროფესიულ სასწავლებელს, ბიბლიოთეკასა და ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, გარე სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ ზონას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics