10:05 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 15:28:28, 685 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფრიძე ანჩისხატზე - გასაგებია, ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში

გასაგებია რომ ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში, - ასე აფასებს „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პატრიარის მიერ ანჩისხატის ეკლესიისთვის გადაცემის თხოვნით პრეიმერ-მინისტრთან გაგზავნილ წერილს.

ჯაფარიძე წერს, რომ პრობლემა არის კონკორდატი, რომელმაც საპატრიარქო „მატერიალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოიტიკურ ორგანიზაცმად“ გადააქცია.

„პრობლემა არის კონკორდატი და მისგან გამომდინარე პრივილეგიები, რამაც გადააქცია საპატრიარქო მატერიალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ორგანიზმად

პრობლემა არის მაღალი სასულიერო იერარქების ეთნო-რელიგიური ფუნდამენტალიზმი და საბჭოთა აზროვნება, რამაც, სხვა გარემოებებთან ერთად აქცია საპატრიარქო რუსეთის მთავარ საყრდენად ამ ქვეყანაში

ესაა პრობლემები, ქსენოფობიაა პრობლემა, შეუმწყანრებლობაა პრობლემა, ძალდობის და ანტი-ქრისტიანობის ქადაგებაა პრობლემა, ბიუჯეტიდან მილიონების მიღებაა პრობლემა, შავი ჯიპებია პრობლემა, გადასახადებისგან გათავისუფლებაა პრობლემა, მიწების, ტყეების და უძრავის ქონების საარჩევნო მხარდაჭერაში დაბარტერებაა პრობლემა, ფარისევლობაა პრობლემა, რუსეთის მორჩილებაა პრობლემა და ა. შ. და ა. შ.

თორემ ხატი ეკლესიისაა, ყოველთვის ეკლესიის იყო და აქამდეც უნდა დაებრუნებინა სახელმწიფოს

‘აუ, ძალიან ძვირფასი ხატია და სახელმწიფო უფრო კარგად მოუვლის’ - საშიში ლოგიკაა, ამ ლოგიკით ყველას შეგიძლია ყველაფერი წაართვა თუ კარგად მოინდომებ

და მოუნდომებიათ და წაურთმევიათ წარსულში არაერთხელ

პ.ს. გასაგებია რომ ესეც წინასაარჩევნო გარიგებაა, ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში, მაგრამ მაინც“, - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics