|
2021-08-03 14:37:52, 771 ნახვა
პოლიტიკა
ომბუდსმენი სუს-ის ჩანაწერებზე - გამოძიების დაწყება და პასუხისმგებელ პირთა დასჯა აუცილებელია
საქართველოს სახალხო დამცველი „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სუს-ის უკანონო მოსმენეთაბ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებ და აღნიშნავს, რომ აუცილებელია გამოძიება დაიწყოს, რათა პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ. „გავრცელებულ ჩანაწერებში ასახული ინფორმაცია (კერძოდ, ზარების განხორციელება და მათი შინაარსი) დაადასტურა რამდენიმე პირმა. იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ნიშნებს, სახალხო დამცველი გამოძიების დაწყებას და უკანონო მიყურადებაზე პასუხისმგებელ პირთა დასჯას აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე დაწყებული გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს და მეტწილად უშედეგოდ გრძელდება“, - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში. სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ 2016 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სახალხო დამცველისა და სხვადასხვა მოქალაქის სარჩელები და არაკონსტიტუციურად ცნო ფარული მოსმენა-მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობა. თუმცა, საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულ სტანდარტებს კვლავ ვერ აკმაყოფილებდა, რის გამოც სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით კიდევ ერთხელ მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა 2018 წელს დაასრულა, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ არის მიღებული. მოქმედი კანონმდებლობით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე უფლებამოსილი ორგანო არის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელიც კვლავ რჩება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრული ინსტიტუციური, ფინანსური და ორგანიზაციული დამოკიდებულების ქვეშ. თავის მხრივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს პროფესიული დაინტერესება, მოაგროვოს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს გარე საპარლამენტო კონტროლი არაეფექტიანია; ასევე, შეზღუდულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება. შესაბამისად, როგორც სატელეფონო, ისე - ელექტრონული და ინტერნეტ-მონაცემების მოპოვების პროცესთან დაკავშირებით არსებობს მაღალი რისკები, რომელიც დღემდე იძლევა თვითნებობისა და დანაშაულის დაუსჯელად ჩადენის შესაძლებლობას. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საზედამხედველო მექანიზმები ფარული მიყურადების მოქმედი სისტემის შესამოწმებლად. ასევე აუცილებელია საკანონმდებლო ზედამხედველობის გაძლიერება და მეტი ინსტრუმენტისა და მექანიზმის შემოტანა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების შესაბამისად. ფარული აუდიო და ვიდეოჩანაწერების, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მძიმე პრაქტიკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ასევე იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება ხსენებული რისკების არსებობა და მათზე მყისიერი სამართლებრივი რეაგირების აუცილებლობა.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)