00:53 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 15:53:25, 326 ნახვა

საზოგადოება
საკვანძო კომპეტენციებში უფასო სასწავლო კურსების განხორციელება იწყება

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სამუშაოს მაძიებლებისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იწყებს მოკლევადიან ტრენინგ კურსებს საკვანძო კომპეტენციებში. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოკლევადიანი კურსები წლის ბოლომდე სამ ეტაპად განხორციელდება. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, გორი,  რუსთავი, თელავი.

მათივე ინფორმაციით, სასწავლო ტრენინგ კურსი წარიმართება შემდეგი ორი მიმართულებით: პერსონალური და სოციალური კომპეტენცია და ციფრული კომპეტენცია.

,,საკვანძო კომპეტენციების ტრენინგები განკუთვნილია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში - worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებისთვის. კერძოდ, 16 წლის ასაკიდან დაინტერესებული, შესაბამისი კომპეტენციების ამაღლების საჭიროების მქონე პირთათვის, რომლებსაც შემდგომში ექნებათ შესაძლებლობა გააქტიურდნენ შრომის ბაზარზე.
მოკლევადიან სასწავლო კურსს განახორციელებენ სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციები - ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია” (პერსონალური და სოციალური კომპეტენცია) და საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA (ციფრული კომპეტენცია).
აღნიშნული ტრენინგ კურსები სერტიფიცირებული იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი მოწმობა.
სასწავლო კურსში ჩართვისთვის, სამუშაოს მაძიებელმა უნდა მიმართოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს, სადაც კარიერის დაგეგმვის კონსულტანტის მიერ გაეწევა შესაბამისი კონსულტაცია, რის შემდეგ შეძლებს აღნიშნულ კურსებზე ჩართვას. 
სააგენტოს სერვისცენტრების მისამართებია: 
ქ. თბილისი: ასათიანის 9; მიცკევიჩის 23; სარაჯიშვილის 1; აღმაშენებლის 140 ა; კოსტავას 47/57; 
ქ. ბათუმი - ტაბიძის 2 ა; 
ქ. ზუგდიდი - აღმაშენებლის 106; 
ქ. ქუთაისი - ტაბიძის 40; 
ქ. ოზურგეთი - ჭავჭავაძის 19; 
ქ. გორი - გმირების 18; 
ქ. თელავი - აღმაშენებლის 41; 
ქ. რუსთავი - ცურტაველის 5 ა.
*მოკლევადიანი კურსები ხორციელდება „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა. 
პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა". - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics