06:28 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 15:41:42, 383 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე სოკოს საწარმო „თეთრმა ქუდმა“ საქმიანობა უნდა შეაჩეროს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 29 ივლისს შპს „თეთრი ქუდის“ კუთვნილი სოკოს საწარმოს დათვალიერება მოახდინეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაირკვა, რომ საწარმო კომპოსტის (ნარჩენის აღდგენა) წარმოების მიზნით საქმიანობას კვლავ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დათვალიერების შესახებ ინსპექტირების აქტი შეადგინეს და ფოტომასალა გადაიღეს. ვინაიდან გამოვლენილი სამართალდარღვევა არ არის პირველი შემთხვევა და მასში სისხლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, პროკურატურაში გადაიგზავნა.    

მათივე ინფორმაციით, კომპანიას კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა ადმინისტრაციული მიწერილობა, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „თეთრმა ქუდმა“ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სოკოს საწარმოში საქმიანობა კომპოსტის წარმოების მიზნით. საქმიანობა უნდა შეჩერდეს, სანამ შპს „თეთრი ქუდი“ არ მიიღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, სავალდებულო, შესაბამის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას.

,,დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო 3 წელში „თეთრ ქუდში“ არაერთი სამართალდარღვევა გამოავლინეს; 2019 წელს „თეთრი ქუდის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79 (7) მუხლის პირველი ნაწილით შეადგინეს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს საქმიანობის განხორციელებას შესაბამისი სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. დეპარტამენტის მიერ, შპს „თეთრ ქუდზე“ გაიცა ადმინისტრაციული მიწერილობა და მას დაევალა არ განეხორციელებინა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის დაქვემდებარებული საქმიანობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. ოქმის  საფუძველზე კი, 2020 წელს, გარდაბნის მაგისტრმა სასამართლომ „თეთრი ქუდი“ სამართალდამრღვევად სცნო და 7 500 ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.

2020 წლის აგვისტოში, დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შპს „თეთრი ქუდის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი ისევ შეადგინეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 79 (7) მუხლის მეორე ნაწილით. ოქმის საფუძველზე, რუსთავის სასამართლომ „თეთრი ქუდი“ სამართალდამრღვევად ცნო და განმეორებითი სამართალდარღვევისთვის, 20 ათასი ლარით დააჯარიმა. „თეთრი ქუდი“ სამართალდამრღვევად ცნო თბილისის სააპელაციო სასამართლომაც“. -  ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics