03:35 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 15:16:51, 313 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური- შსს გააგრძელებს მუშაობას ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების შესაძლებლობების განვითარების და სტანდარტების ამაღლების კუთხით

"ხელშესახები ცვლილებები და რეფორმები გატარდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განვითარების მიმართულებით", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე. უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებას დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

"საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში მოხდა როგორც ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური მიმართულებით გაუმჯობესება, ასევე, ადამიანური რესურსების გადამზადება. არ არსებობდა ჰაბიტოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზის მიმართულებები, რაც 2013 წლიდან ამოქმედდა. უმნიშვნელოვანესია გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას.
საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და აღიჭურვა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც განთავსებულია 20 სხვადასხვა მიმართულების სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორია;
წარმატებით განხორციელდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიების აკრედიტაცია საერთაშორისო ISO სტანდარტის მიხედვით. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი გახდა ევროპის საექსპერტო დაწესებულებათა კავშირის სრული წევრი;
სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების შესაძლებლობების განვითარებისა და  სტანდარტების ამაღლების კუთხით, კერძოდ: ლაბორატორიების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის გზით განხორციელდება დნმ-ის, ქიმიური, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ასევე, ქიმიური-ბიოლოგიური-რადიაციული და ბირთვული პროფილის ექსპერტიზის შესაძლებლობების განვითარება.
გაფართოვდება ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზების სტანდარტის აკრედიტაციის სფერო. შემუშავდება   ქიმიური-ბიოლოგიური-რადიაციული და ბირთვული პროფილის ექსპერტიზის  და საშიში ქიმიური ნივთიერებების ლაბორატორიის შექმნის სამოქმედო გეგმა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics