|
2021-08-02 15:10:34, 315 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - რაც მიზნად დავისახეთ - ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ არა ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და თანამშრომლობა
შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველა იმ პროექტის, რეფორმის თუ სიახლეების განხორციელებას, რაც უწყებამ მიზნად დაისახა, დასჭირდება უდიდესი ძალისხმევა და ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ არა საქართველოს მთავრობის, მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და თანამშრომლობა. "ყველა იმ პროექტის, რეფორმის თუ სიახლეების განხორციელებას, რაც მიზნად დავისახეთ, დასჭირდება უდიდესი ძალისხმევა, არა ერთი და ორი ადამიანის რესურსი, არამედ მთლიანად სამინისტროს სრული შემადგენლობის. ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ არა საქართველოს მთავრობის, ჩვენი მეგობარი საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და თანამშრომლობა. გაფართოვდა ატაშეების ქსელი. თუ 2012 წელს 4 ატაშე 4 ქვეყანას ფარავდა, 2021 წელს - 16 ატაშე ფარავს 24 ქვეყანას, ევროპოლსა და ნატოს. სამომავლოდ ვაპირებთ გავაფართოვოთ საზღვარგარეთ მივლენილი ატაშეებისა და მეკავშირე ოფიცრების ქსელი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)