03:02 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-02 15:08:02, 296 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სადაც ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, იყოს კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სადაც ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, იყოს კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროში უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისთვის 60-ზე მეტი ახალი შენობა აშენდა. მომავალი ათი წლის განმავლობაში კვლავ დაგეგმილია  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარემო, სადაც ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, იყოს კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი.
გარემონტდება:
•       პოლიციის  185 შენობა;
•       14 სასაზღვრო სექტორი;
•       საგანგებო სიტუაციების 60 პუნქტი;
•       დროებითი მოთავსების 24 იზოლატორი;
•       18 საექსპერტო შენობა;
•       საპატრულო პოლიციის 15 შენობა;
•       განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 13 ობიექტი;
აშენდება:
•       პოლიციის 30 შენობა;
•       სასაზღვრო პოლიციის 20 შენობა;
•       საგანგებო სიტუაციების 90 პუნქტი;
•       დროებითი მოთავსების 2 იზოლატორი;
•       1 საექსპერტო შენობა (სამეგრელო-ზუგდიდი);
•       განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 ობიექტი;
•       შსს-ს არქივის შენობა;
·      მიგრაციის დეპარტამენტის 1 შენობა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics