|
2021-08-02 12:49:56, 635 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის პარტია სალომე ზურაბიშვილთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე უარს ამბობს
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს. აღნიშნულის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან კრიტიკუ შეფასებას ელის და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს ზურაბიშვილთან შეხვედრის შესაძლებლობას. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირადად იყო ჩართული მედიაციის პროცესში, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისგან დღემდე არ მოგვისმენია კრიტიკული შეფასება “ქართული ოცნების” იმ განცხადებაზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უარს ვაცხადებთ საქართველოს პრეზიდენტთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე. ვთვლით, რომ “ქართული ოცნების” სურვილი უპასუხისმგებლოდ თავი აარიდოს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პიდაპირი მედიაციით შექნილი დოკუმენტის პირობების შესრულებას, არის დემოკრატიის და ჩვენი ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგო ქმედება, რისი საშუალებაც მას არ უნდა მივცეთ! ველოდებით პრეზიდენტისგან ამ საკითხზე კრიტიკულ შეფასებებს, მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ მასთან შეხვედრის შესაძლებლობას!“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მედიაცია ჩანიშნა. ზურაბიშვილი უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)