|
2021-08-01 12:15:05, 909 ნახვა
საზოგადოება
"ყველაზე ლამაზი დამწერლობა მსოფლიოში - რას წერდა გარდაცვლილი შანაი ბრუკი საქართველოზე
"ყველაზე ლამაზი დამწერლობა მსოფლიოში" - წერდა ავსტრალიელი მასწავლებელი, შანაი ბრუკი, ქართულ დამწერლობაზე. მისი სოციალური ქსელების მიხედვით კარგად ჩანს, რომ შანაის საქართველო, მისი ბუნება, ქალაქები, კულტურა, ტრადიციები უყვარდა, ხშირად მოგზაურობდა სხვადასხვა კუთხეში, დადიოდა ლაშქრობებზე. გარდა დამწერლობისა მას ძალიან მოსწონდა სთრით არტები და კედლის მხატვრობა, რაზეც არაერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული. ის წერდა, რომ ქართულსაც სწავლობდა.
ახალგაზრდა ქალს არაერთი მოგზაურობის და ლაშქრობის ვიდეო და ფოტო მასალა აქვს გამოქვეყნებული Facebook-ზეც. ერთ-ერთ პოსტში ის წერდა:"ლაშქრობები + ჩანჩქერები + პლაჟები + მოტოციკლები + მიტოვებული სანატორიუმები + ჟანგიანი საბჭოთა აკვადუკი + საუკეთესო მეგობრები + სრულყოფილი მარტოობა + ხეზე ასვლა + ექსპრომტი თავგადასავლები + ბევრი გასართობი და სასაცილო ისტორიები შუალედში ... აი როგორ უნდა დაისვენო ... მადლობა მარკს და ლინას იმისთვის, რომ კარგი დრო კიდევ უფრო გრანდიოზული გახადეს". ცნობისთვის, ავსტრალიელ შანაე ბრუკსის 30 ივლისიდან ეძებდნენ. მასწავლებლის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, ის სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი გახდა. კადრები სადაც სხეულზე ძალადობის კვალი ჩანს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)