|
2021-07-30 14:30:42, 5951 ნახვა
კულტურა
ლიტერას კონკურსის ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული წევრი დარჩა
ლიტერატურული კონკურსი „ლიტერას" მონაწილების შემდეგ ჟიურის ოთხმა წევრმაც დატოვა, რეზო თაბუკაშვილმა, ლელა კოდალაშვილმა და ოქტაი ქაზუმოვმა.,ბელა წიფურიამ. შესაბამისად ჟიურიში მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული მეხუხე წევრი იოსებ ჭუმბურიძე დარჩა. ჟიურის წევრებიდან რეზო თაბუკაშვილმა პირველმა დატოვა პრემია, იგი ამ საკითხს საკუთარ „ფეისბუქ "გვერდზე გამოეხმაურა . „FB-ში იშვიათად შემოვდივარ ხოლმე და ეხლა ვნახე, რომ პანტიპუნტად ტოვებენ ავტორები ლიტერას კონკურსს, რომლის ჟიურის წევრიც გახლავართ. მე თვითონ საკმაოდ ბევრჯერ გადავეყარე სხვადასხვა (სულ ორი-სამია) ლიტ.კონკურსს და ხშირ შემთხვევაში კაი სიმყრალის სუნი მიგრძვნია. ფრანქფურტზეც შემიძლია მოგახსენოთ, რომელიც ჩემი და მამაჩემის გარეშე ჩატარდა. ვთვლი, რომ მეტად აქტიური უნდა იყოს ლიტერატურული (ხაზს ვუსვამ - ლიტერატურული) პროცესი, რომელიც ერთი გაზეთის და ორიოდე ჟურნალის ანაბარა არ უნდა დარჩეს. ასევე, კონკურსების სიმრავლესაც სალამს ვეტყვი. ... პირველად ვიყავი ჟიურიში. ავტორი აღარ დარჩა და ბურთი სათამაშოდ მოედანზე. მათ შეხედულებას პროტესტისას, თავად გაგაცნობენ. ვტოვებ ჟიურის წევრობას და კიდევ ერთხელ ამიცრუვდა ყოველგვარ ლიტ.კონკურსებში მონაწილეობის სურვილი."- წერს მწერალი მეორე , ვინც ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრობაზე უარი თქვა მწერალი, კრიტიკოსი ლელა კოდალაშვილი იყო: „როცა მწერლები ასეთი ტემპით ტოვებენ კონკურსს, ვთვლი, რომ ჟიურის წევრად დარჩენას არანაირი აზრი აღარ აქვს, რადგან დარჩენით უნებურად გავემიჯნები მწერალთა რადიკალურ ნაწილს, რომლის პოზიციას ყველაზე მეტად ვიზიარებ."- განაცხადა კოდალაშვილმა. ჟიურის წევრობაზე უარი თქვა ოქტაი ქაზუმოვმაც და სოციალურ ქსელშ პოსტი გამოაქვეყნა. „მწერალთა სახლი საფრთხის ქვეშაა და იმედი მაქვს ყველა მოპროტესტე მის დასაცავად მის კიბეებზე გაათენ-დააღამებს ისეთივე მონდომებით, როგორც ახლა იბრძვის სამართლიანად კულტურისგან ასიათასი მილით შორს მყოფი "მილისტის" წინააღმდეგ. მეც ვტოვებ ჟიურის."- განაცხადა მან გავრცელებული ინფორმაციით კანდიდატურა მოხსნა ბელა წიფურიამაც.
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)