09:47 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-28 18:05:04, 570 ნახვა

პოლიტიკა
გრიგორი კარასინი- „მზად ვართ საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განვიხილოთ"

რუსეთი მზად არის საქართველოსთან ფრენების განახლების საკითხი განიხილოს, როგორც რუსული სააგენტო TASS-ის იუწყება, ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.

„მზად ვართ ეს საკითხი განვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ეს საკითხი მოგვარდება”, - აღნიშნა კარასინმა.

კარასინის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს  საკითხის განსახილველად უახლოეს თვეებში შეხვდება.

იმედი გვაქვს, რომ უახლოეს თვეებში ვფიქრობ შემოდგომაზე - სექტემბერ-ოქტომბერში - პირადად შევხვდებით”, - განაცხადა კარასინმა

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics