09:47 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 15:30:57, 734 ნახვა

პოლიტიკა
რიკ დემსი - საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, ეცადეთ მიხედოთ პრობლემებს, რომლებიც ხალხს აწუხებს

იშვიათად მინახავს ასეთი პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, როგორიც საქართველოშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დემსმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და პოლიტიკოსებმა უნდა მიხედონ პრობლემებს, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს.

„უნდა ვაღიარო, იშვიათად მინახავს ასეთი პოლარიზებული პოლიტიკური ვითარება, როგორც საქართველოშია. ჩემი გულწრფელი რჩევა იქნება, პოლიტიკოსებმა პოლიტიკა აკეთონ და ნუ გადავლენ პირადულ საკითხებში, ამიტომ ვფიქრობ, რომ პოლარიზაცია უნდა დასრულდეს და პოლიტიკოსები უნდა ეცადონ, მიხედონ იმ პრობლემებს, რომლებიც ხალხს აწუხებს“, - განაცხადა რიკ დემსმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ის პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, ასევე საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შეხვდა. გარდა ამისა, მას დაგეგმილი აქვს აუდიენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics