06:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-24 12:43:31, 515 ნახვა

საზოგადოება
კელი დეგნანმა ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა  ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს პანდემიის პერიოდში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა . დიპლომატმა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.

„მინდა, პირადად გადავუხადო მადლობა მინისტრ ტიკარაძეს და ამ სამინისტროს თანამშრომლებს, მათი დაუღალავი შრომისთვის და არაჩვეულებრივი კოორდინაციისთვის, რომ ჩამოსული ვაქცინა დროულად მივიდეს ქართველ ხალხთან.

მოვუწოდებ ყველას, ვისაც საქართველოში ვაქცინაცია ეკუთვნის, ისარგებლონ ამ შემთხვევით და აიცრან სწრაფად, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო გზა თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და ამასთან, ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკის აღსადგენად.

მე უკვე გავიკეთე „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზა და აშშ-ის საელჩოს თითქმის სრული გუნდი უკვე აიცრა „ფაიზერით“. გირჩევთ, მოგიწოდებთ, თქვენც აიცრათ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics