|
2021-07-23 14:56:44, 675 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ვაქცინაციისთვის სარეგისტრაციო საიტი გამართულად მუშაობს, შეფერხების მოლოდინი არ არის
გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი იმის, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დარულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ფაიზერის“ პირველი დოზების რეგისტრაციისას ერთ-ერთი სუსტი წერტილი საიტი იყო. „მნიშვნელოვანი მზადების პროცესი გაიარა სამინისტრომ, რომ შესაფერისად დავხვედროდით ამ დოზების ადმინისტრირებას და ყველა ჩვენს მოქალაქეს მასზე შეუფერხებელი წვდომა ჰქონოდა. როგორც ყველამ ვიცით, „ფაიზერის“ პირველი დოზების რეგისტრაციისას საიტი იყო ერთ-ერთი სუსტი წერტილი, რომელიც გამოვლინდა ვაქცინაციის მართვის პროცესში. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე უწყებამ ერთად იმუშავა, რის შედეგადაც, დღესდღეობით, როგორც ჩვენი IT სპეციალისტები მიდასტურებენ, გვაქვს საიტი, რომელიც გამართულად მუშაობს და მოლოდინი იმის, რომ რაიმე შეფერხება იყოს, არ არის. მას აქვს რამდენიმეშრიანი გადაზღვევა და აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს. ამ მიმართულებით რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რომელიც არის უმნიშვნელო ცვლილება, მაგრამ მნიშვნელოვნად გაზრდის საიტის შეუფერხებელ მუშაობას. პირველი რეგისტრაციის დროს IT სამსახურმა დააფიქსირა, რომ 12 ათას ჯავშანზე მოდიოდა 120 ათასი მსურველი და ამან გამოიწვია ის შეფერხებები საიტზე, რომელიც გვქონდა რეგისტრაციისას“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, შეიცვალა ვაქცინაზე რეგისტრაციის მეთოდი, წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში მიუვათ. „ამ კომპონენტშიც IT სამსახურის რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული. როგორც იცით, აქ მონაწილეობს რამდენიმე ბაზა, როცა ადამიანი რეგისტრირდება. IT პროგრამაში იყო დაშვებული რამდენიმე შეცდომა, რომელიც გუსლისხმობდა იმას, რომ რამდენჯერმე ხდებოდა თითოეულ პროგრამასთან მიმართვიანობა და ეს გამტარუნარიანობას აფერხებდა. ახლა ეს არის იმ კანონზომიერებით, რომელიც გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)