09:35 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 13:02:31, 1034 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი დეკანოიძეს - „ნაციონალური მოძრაობის“ კაცები ამ ქალებს წინ რომ გერეკებიან, ეგ არაა დისკრიმინაცია?

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც 18 ივლისს, ქალი დეპუტატების მიმართ ძალის გამოყენებაზე საუბრობდნენ, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ კაცები, რომ ამ ქალების წინ გიშვებენ, ასე რომ გერეკებიან, ეგ არ არის დისკრიმინაცია?, - ასე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ხატია დეკანოიძეს.

ირაკლი ქადაგიშვილის ამ რეპლიკას წინ ხატია დეკანოიძესა და უმრავლესობის წევრს, შალვა პაპუაშვილს შორის შელაპარაკება უძღოდა.

„მამაკაცების ბრბო არის და ქალებს გიშვებენ წინ. ყელში ამომივიდა“, - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა ხატია დეკანოიძეს და ბიუროს სხდომა დატოვა.

 

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს, პარლამენტი პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა უნდა გამართულიყო, ხმაური იყო. სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და მედიის წარმომადგენლებმა ვახტანგ გომელაურს სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს, ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები გაშალეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნონა მამულაშვილი, რომელიც მაგიდაზე საპროტესტო პლაკატით ხელში ავიდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ მაგიდადან ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. ამასთანავე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ცდილობდა მისვლას, უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ძალის გამოყენებით გაარიდა ადგილს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics