|
2021-07-21 17:20:23, 1009 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის“ თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რუსთავში კომპანია „ქართლი ტექსტილის" თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „იმისთვის, რომ არ დავუშვათ ინფიცირების მაჩვენებლების სწრაფი ზრდა და შევინარჩუნოთ პოზიტიური ტენდენციები, ძალიან მნიშვნელოვანია მასობრივი ვაქცინაცია". ნათია თურნავას განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად კოორდინირებას უწევს მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა ორგანიზებულად ვაქცინაციას. ეკონომიკის მინისტრმა დღეს „ქართლი ტექსტილის" თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა სწორი სამოქალაქო პოზიციის გამო, ისაუბრა პანდემიის დამარცხების პროცესში ვაქცინაციის უალტერნატივობაზე, და ამ პროცესში საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართვის და პასუხისმგებლობის შესახებ. „საწარმო 1700 ადამიანს ასაქმებს - ესენი არიან რუსთავის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი ადამიანები, ძირითადად ქალბატონები. რა თქმა უნდა, ეს საწარმო რამდენადაც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ექსპორტისთვის, იმდენად მომატებული რისკის ფაქტორია - ერთ სივრცეში მუშაობს ბევრი ადამიანი და ძალიან მნიშვნელოვანია მათი დროული ვაქცინაცია, რათა საწარმომ კვალავაც შეძლოს შეუფერხებლად მუშაობა და ეს ადამიანები ჯანმრთელები იყვნენ. ამიტომ დღეს მოვედი, დავესწარი ვაქცინაციის პროცესს, გავესაუბრე ქალბატონებს, ისინი ძალიან მონდომებულები არიან", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. დღეისთვის „ქართლი ტექსტილის" 300-მდე თანამშრომელი იცრება და ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე სრულად არ მოიცავს იქ დასაქმებულ ყველა ადამიანს. ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ვაქცინაციის პროცესი ანალოგიურად ჩატარდება რუსთავის სხვა მსხვილ საწარმოებშიც.
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)