|
2021-07-19 11:57:14, 1161 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მიშელის საუბარი ხელისუფლებასთან დახურულ კარს მიღმა გაცილებით მკაცრი იქნება, ვიდრე საჯაროდ
ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, რომ გადაუხვიოს ევროპულ გზას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიორგი ვაშაძემ განმარტა, ოპოზიციამ შარლ მიშელთან შეხვედრაზე იმსჯელა 19 აპრილის შეთანხმებაზე, ასევე ხაზი გაესვა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნას და 5 ივლისს მომხდარ ძალადობას. მისივე თქმით, ოპოზიციამ შარლ მიშელისგან მიიღო დაპირება, რომ აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელებს ხელისუფლებასთან და დახურულ კარს მიღმა გაცილებით მკაცრი იქნება, ვიდრე საჯარო გამოსვლებში. „ვერ დავუახლოვდებით ჩვენ ევროკავშირს, თუ საქართველოში გაგრძელდა პროცესი ისე, როგორც ვითარდება. ფაქტობრივად, საჯარო გამოსვლებში, „ქართული ოცნების“ ლიდერები, ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილეები არიან. შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება, რა თქმა უნდა, არ უნდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ დღეს მივიღეთ გარანტია იმის, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის მხრიდან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება, მათ შორის, მართლსაჯულების კუთხით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე და კონკრეტულად ვუთხარით, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არ დაიცვა ჟურნალისტები, საქართველოს მოქალაქეები. მეტიც, კორიდორებს უკეთებდა მოძალადე ჯუფებს იმისთვის, რომ თავს დასხმოდა კონკრეტულ ადამიანებს, ამიტომ ყველა ეს კომპონენტი აჩვენებს ჯამურად, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“ საშუალება, რომ გადაუხვიოს ევროპულ გზას. მიშელმა თქვა, რომ ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან და გაცილებით მკაცრი იქნება მისი საუბარი დახურულ კარს მიღმა, ვიდრე საჯაროდ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)