|
2021-07-14 13:52:02, 1023 ნახვა
საზოგადოება
ვაზის ჯიშების მონაცემთა ბაზის სრულყოფაში საქართველოს ფრანგული მხარე დაეხმარება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისდირექტორი ლევან უჯმაჯურიძე საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტის (INRAE) ვაზის გენეტიკური რესურსების კოლექციის დირექტორს, სესილი მარშალსშეხვდა. ლევან უჯმაჯურიძემ სტუმარს ჯიღაურას მრავალწლოვანი კლუტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზაზე ვაზის კოლექციები და ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაოები გააცნო. მხარეებმა მევენახეობის მიმართულებით ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაზე, ვაზის გენეტიკური რესურსების გაცვლაზე, ერთობლივ კვლევებსა და სპეციალისტების გადამზადებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფრანგული მხარე საქართველოს ვაზის ჯიშების შესახებ მონაცემთა ბაზის სრულყოფაში დაეხმარება. მხარეებმა სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესზეც ისაუბრეს, რომელსაც სახელმწიფო 2016 წლიდან აქტიურად ახორციელებს. მაღალი კატეგორიისსაბაზისო სადედე ნარგაობის მოწყობის მიზნით, ჯიღაურას ბაზაზე 2021 წელს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით ეკრანული სათბურები მოეწყო, საიდანაც საკვირტე და საძირე მასალა სანერგე მეურნეობებში სადედეების მოსაწყობად გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ INRAE-ს დაქვემდებარებაში მყოფ ვასალ მონპელიეს ვაზის ბიოლოგიური რესურების ცენტრში, 55 ქვეყნიდან 5000 -მდე ნიმუშია თავმოყრილი; აქედან კულტურული ვაზის 2600-მდე ჯიში და ველური ვაზის 400-მდე ფორმაა. კოლექციაში ასევე დაცულია400 საძირე და ვიტისის გვარის სხვადასხვა სახეობა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს ეროვნული ინსტიტუტთან (INRAE) თანამშრომლობის მემორანდუმს 2019 წელს მოაწერა ხელი. მემორანდუმი ერთობლივი პროექტების შემუშავებას და უწყებების დაქვემდებარებაში არსებულ ბაზებზე გაშენებული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესწავლას, სპეციალისტების,ინფორმაციის გაცვლას და ერთობლივ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)