09:07 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 11:08:19, 715 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - 5-6 ივლისის მოვლენები იყო წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ

ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს შედგება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 5-6 ივლისის მოვლენები იყო წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანტისახლმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერასდროს შედგება ჩვენს ქვეყანაში. ეს ტრაგედია ვნახეთ, რომ სცადეს გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნის მიღწევას. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზით დაიღუპა ბატონი ალექსანდრე ლაშქარავა, ყველა მოძალადე იქნება მთალი სიმკაცრით დასჯილი, პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics