|
2021-07-09 11:33:57, 576 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის დირექტორს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს ალანა არმიტაჯის შეხვდა. მხარეებმა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგიაზე, ანტენატალური მომსახურების რეგიონალიზაციის ღონისძიებების შემუშავებასა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს. განიხილეს კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სერვისებით მოცვის გაფართოებაც. მინისტრმა გაეროს მოსახლეობის ფონდის დირექტორს ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “გაეროს მოსახლეობის ფონდი დიდ დახმარებას გვიწევს, როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, ასევე დედათა და ბავშვთა სერვისების განვითარების საკითხებშიც. ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, რომელიც რეპროდუქციული უფლებების რეალიზებისკენ იქნება მიმართული. რეპროდუქციული სერვისების გაუმჯობესების ნაწილში განსაკუთრებული აქცენტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონებისთვის გაკეთდა“,-ამის შესახებ მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაეროს მოსახლეობის ფონდმა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა. „განვიხილეთ გაეროს მოსახლეობის ფონდსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებული თანამშრომლობა. ვისაუბრეთ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე. ხაზი გავუსვით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ბევრი მიმართულებით აქვს პროგრესი“,-ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა ალანა არმიტაჯიმ განაცხადა. შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია , გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი ჰასან მოჰტაშამი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ესწრებოდნენ.
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)