|
2021-07-07 16:12:30, 946 ნახვა
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე - ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე, ვიპოვოთ და მივიღოთ შესაბამისი ზომები, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამოძიებას შეეხებოდა. როგორც მან აღნიშნა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საკმაოდ რთული პროცესია. არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებების შეკრება იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე, ვინც თავს დაესხა ჟურნალისტებს, თავს დაესხა იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, დადგინდეს და მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდეს. „სისხლის სამართლის საქმის გამოძიება საკმაოდ რთული პროცესია. არაერთი მტკიცებულება უნდა შეგროვდეს იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ჩვენი გამომძიებლები 24/7-ზე მუშაობენ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით. ახდენენ უამრავი ვიდეო ჩანაწერის დაიდენტიფიცირებას, კონკრეტული პირების იდენტიფიცირებას. პირველივე დღეს 3 პირი დავაკავეთ, გუშინ 4 პირი დაკავდა. დაკავებას სჭირდება სერიოზული მტკიცებულებების შეკრება იმისათვის, რომ კონკრეტულ პირს წაეყენოს ბრალი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე, ვინც თავს დაესხა ჟურნალისტებს, თავს დაესხა იმ ადამიანებს, ვინც ქუჩაში გადაადგილდებოდნენ, ვიპოვოთ და მივიღოთ შესაბამისი ზომები. ჩვენ როდესაც ვიძიებთ "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმის ფაქტს, პრაიდის ოფისზე თავდასხმის ფაქტს და გახოკიძის ქუჩაზე ადამიანის უფლებათა სახლში მომხდარ ფაქტს, სამწუხაროდ, ის ადამიანები, ვინც დაზარალდნენ, ნაკლებად თანამშრომლობენ და თითქმის უარს აცხადებენ პოლიციასთან თანამშრომლობაზე. ეს, რა თქმა უნდა, ართულებს გამოძიებას“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
გორდულაძე პატიმრის განცხადებაზე გაუპატიურების შესახებ - ეს გავს მიზანმიმართულ კამპანიას პენიტენციური სისტემის რეპუტაციის, ქართული ოცნების და სახელმწიფო სისტემის დასაზიანებლად
ელენე ხოშტარია - სისტემა კლავს, სისტემა რყვნის, სისტემა უნდა დაემხოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)