16:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-07 13:08:52, 603 ნახვა

საზოგადოება
უსაფრთხო მედიაგარემოსთვის! - მედიის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ და მედიის წარმომადგენლები, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას, „უსაფრთხო მედიაგარემოსთვის!“ მართავენ. 

აქციის მონაწილეები 5 და 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ მოვლენებს აპოროტესტებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტების დროული გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

„მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებზე“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს პარლამენტთან მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა და მოქალაქეებმა 5 ივლისს დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

გუშინდელი აქციის პარალელურად კვლავ შეიკრიბნენ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფებიც. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ 100 პირი დააკავა, რომელთაგან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics