17:50 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 13:13:02, 392 ნახვა

საზოგადოება
DRI - პრემიერის განცხადება, რომ მარშის უკან სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას, რადიკალური ჯგუფების წახალისებას წარმოადგენს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ თვლის, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ღირსების მარშის უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას, პირდაპირ წარმოადგენს რადიკალური ჯგუფების წახალისებას, გამოიყენონ ძალა ჟურნალისტებისა და ღირსების მარშის მონაწილეების წინააღმდეგ;

„იმის გათვალისწინებით, რომ ძალადობრივი ჯგუფების შეკრება დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული და მას არ აქვს სპონტანური ხასიათი, შსს-ს მიერ მობილიზებული უკიდურესად მცირერიცხოვანი საპოლიციო ეკიპაჟები ცალსახად არასაკმარისია ძალადობის შესაკავებლად;

გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, პოლიციის უმოქმედობა, დააკავონ ძალადობის უშუალო და მარტივად იდენტიფიცირებადი მონაწილეები;

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას:

დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზაცია რადიკალური ჯგუფების ძალადობის აღსაკვეთად;

დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები შეკრების დასარეგულირებლად, რომელსაც უკვე აღარ აქვს მშვიდობიანი ხასიათი;

დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების დაკავება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics