18:41 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-02 20:34:00, 1203 ნახვა

სამართალი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 6 ივლისიდან დაიწყება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 6 ივლისიდან დაიწყება.

კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება და მოუსმენს. როგორც ცნობილია პირველ სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და გიორგი გოგიაშვილს მოუსმენენ.

იურიდიული კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა წარდგენილი 9 კანდიდატიდან 8 კანდიდატის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომებისთვის განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს უკვე მიმართა. მე-9 კანდიტატი, რომლის განათლების დამადასტურებელი დიპლომისთვისაც სამუშაო ჯგუფს არ მიუმართავს ეს ბიძინა  სტურუაა.

როგორც ცნობილი გახდა მან თავად გამოითხოვა დამადასტურებელი დოკუმენტი და წარუდგინა კომიტეტს.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციიდან, მხოლოდ „ევროპული სოციალისტების“ წარმომადგენელი, ფრიდონ ინჯია ესწრებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირცხალია პატიმრის გაუპატიურებაზე - უტევენ იმას, სადაც არის რეალურად ჯანსაღი სიტუაცია, სადაც არის მაღალი სტანდარტები
მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიზანმიმართული სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც საქართველოში რეპრესიებსა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე არიან პასუხისმგებელი - ALDE Party
NYT: აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ლუკოილის აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგების საგანია
საფრანგეთში სკოლებში გამართული საპროტესტო აქციები ქუჩის არეულობაში გადაიზარდა, ერთ კვირაში 5000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics