08:53 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 17:20:34, 778 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ელისეს სასახლეში, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და განვითარების საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირის როლი რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.

„საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ისაუბრეს „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ აღდგენის საკითხზე, რომელსაც ხელი ორმა პრეზიდენტმა 2019 წლის თებერვალში პარიზში მოაწერა და რაც თანამშრომლობის ამ უნიკალურ ფორმატში საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების მთავარ ასპექტებს მოიცავს და ასახავს ამ თანამშრომლობის ხარისხსა და ინტენსივობას.

საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ადამიანთა გატაცებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წელს, საფრანგეთში ქართული ემიგრაციის 100 წლისთავის აღნიშვნის საკითხი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics