|
2021-07-01 16:04:20, 793 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 5-ჯერ გაიზრდება
ბოლო წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 28 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა; გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტები; საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროსაბჭოს ლანდშაფტების კონვენციის კონკურსის გამარჯვებული გახდა; დაინერგა და განვითარდა ახალი ეკოტურისტული მიმართულებები და სერვისები, შედეგად, 2019 წელს, ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ, 1.2 მილიონ ვიზიტორს მიაღწია, ეკოტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 11.5 მილიონი ლარი შეადგინა. „დაცული ტერიტორიები არ ნიშნავს მხოლოდ კონსერვაციას; დაცული ტერიტორიები ნიშნავს ეკონომიკურ შესაძლებლობებს დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ მხოლოდ 5 დაცული ტერიტორიის მიხედვით, 2017 წელს, შემოსავალი დაცული ტერიტორიების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისთვის 90 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა 5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელი, ამ 5 ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის შემოსავალსაც 5-ჯერ გაზრდის. ეს ნიშნავს, დაახლოებით, 700-800 მილიონ ლარს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს დონორული მხარდაჭერაც, რომლის წვლილი ძალიან დიდია ჩვენი დაცული ტერიტორიების განვითარებაში. ესაა ტერიტორიები, სადაც ნაკლები სასოფლო-სამეურნეო შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ გვაქვს უნიკალური ბუნება, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვის წარდგენის ღონისძიებაზე. მომავალ წლებში, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი, დაახლოებით, 212 000 000 ლარს შეადგენს, საიდანაც, 49 000 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებია. ახალი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ვიზიტორების დაინტერესებას და მოზიდვას; შესაბამისად, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა საპროგნოზო მაჩვენებელი 5-ჯერ გაიზრდება და 8 მილიონს, ეკოტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 58 მილიონ ლარს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული კერძო ინვესტიციების მოცულობა 142 მილიონ ლარია. არსებული პროგნოზით, 2030 წლამდე, ინვესტიციები მინიმუმ 3-ჯერ გაიზრდება და 429 მილიონ ლარს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა წარადგინა.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)