21:37 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 13:59:27, 850 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: აუცილებელი მიმართულება, რასაც სამინისტრო სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ნერგავს, ფერმერებისთვის ხარისხიანი სარგავი და სათესლე მასალის ხელმისაწვდომობაა

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ ცოდნის და თანამედროვე ტექნოლოგიების მიწოდება ჩვენი ფერმერებისთვის; აქ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კვლევა, სამეცნიერო შედეგები ფერმერების მხრიდან პრაქტიკაში უნდა იქნეს გამოყენებული. აუცილებელი მიმართულება, რასაც სამინისტრო სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ნერგავს, არის ხარისხიანი სარგავი და სათესლე მასალის ხელმისაწვდომობა ჩვენი ფერმერებისთვის. სერტიფიცირება, მიკვლევადობა და გარანტირებულად ხარისხიანი ნედლეულის გამოყენება იმისთვის, რომ შემდგომში შედეგი იყოს პროგნოზირებადი, ფერმერებმა ფუჭად არ იმუშაონ და ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები გაწევენ იძლეოდეს შედეგებს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, თესლი და სარგავი მასალა 2024 წელს სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ქვეყანაში მეთესლეობის სექტორის განვითარება და ხარისხის კონტროლის ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების კარგად ორგანიზებული სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებლებს ხარისხიანი მასალით, რაც მოსავლიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის, კონკურენტუნარიანობის ამაღლების და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან საქართველოში სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროექტს ახორციელებს, რომელსაც 2017 წელს სარგავი მასალის სერტიფიცირება დაემატა. შეიქმნა ეროვნული კატალოგი, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს.

„გარემოს დაცვა და სოფლის განვითარება 2030“ - გრძელვადიანი ხედვა დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარადგინა. მინისტრმა განვითარების ხედვის მიმართულებებზე დეტალურად ისაუბრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics