22:59 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 20:15:47, 1378 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო „თბილისი პრაიდზე“ - მივმართავთ ხელისუფლებას, აარიდეთ ქვეყანას დესტაბილიზაცია და შფოთი

მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, -  გარდაუვალი შფოთი, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

აღნიშნულ განცხადაში ვკითხულობთ, რომ საპატრიარქო საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და საკანონმდებლო ორგანოს მიმართავს.

„აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნებისა და ცხოვრების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უარმყოფელი.

ამ და სხვა გარემოებებათა გამო მივმართავთ ევროპარლამენტის ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 30 წევრ პარლამენტარს და საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს და ვთხოვთ, თავი შეიკავონ ,,თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერისა და მათი წახალისებისაგან.

მივმართავთ ჩვენს ხელისუფლებას, ადეკვატურად შეაფასონ არსებული ვითარება, იმოქმედონ სახელმწიფო სტაბილურობისა და სამოქალაქო მშვიდობის ინტერესებიდან გამომდინარე და აარიდონ ქვეყანას დესტაბილიზაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - გარდაუვალი შფოთი”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადების სრული ვერსია ნახეთ ბმულზე:





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics