01:45 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-26 12:24:30, 440 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: ეკონომიკის აღდგენა ვერ იქნება სრულფასოვანი თუ ინვესტორებს, ბიზნესსექტორს და ეკონომიკის სუბიექტებს არ ექნებათ სტაბილურობის განცდა

ეკონომიკის აღდგენა ვერ იქნება სრულფასოვანი თუ ინვესტორებს, ბიზნესსექტორს, ეკონომიკის სუბიექტებს არ ექნებათ სტაბილურობის განცდა და არ ეცოდინებათ გრძელვადიანი ხედვა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განვითარების ათწლიან გეგმებს დეტალურად წარმოადგენენ უშუალოდ სამინისტროები, ხოლო საბოლოო, ერთიანი პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება.

„პრემიერ-მინისტრს ძალიან საინტერესო ანგარიში ჰქონდა. ქვეყანაში რთული და სპეციფიური პერიოდია, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა. პრემიერმა, გარდა მოკლევადიანი გეგმებისა, გრძელვადიან ხედვაზეც ისაუბრა. ეს არის ათწლიანი ხედვა, რომელიც მოიცავს ყველა მიმართულებას, როგორიც არის ეკონომიკური და რაც ყველაზე მეტად აღელვებს ჩვენ მოსახლეობას, ასევე სოციალური, უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკის გამოწვევის საკითხები. განვითარების ათწლიან გეგმებს დეტალურად წარმოადგენენ უშუალოდ სამინისტროები, საბოლოო, ერთიანი პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რატომ ათწლიანი ხედვა და რატომ ამ დროს, როდესაც გვაქვს კონკრეტული, მოკლევადიანი გამოწვევები, მათ შორის, ეკონომიკური; პანდემიიდან გამომდინარე, გვაქვს გამწვავებული პრობლემები. ეკონომიკის აღდგენა ვერ იქნება სრულფასოვანი თუ ინვესტორებს, ბიზნესსექტორს, ეკონომიკის სუბიექტებს არ ექნებათ სტაბილურობის განცდა და არ ეცოდინებათ გრძელვადიანი ხედვა, რაც სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს, რაც სახელმწიფოსა და მთავრობის ვალდებულებაა. ვფიქრობ, პრემიერის მხრიდან ამ კუთხით სწორი აქცენტები გაკეთდა“,-  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics