|
2021-06-23 16:42:36, 1121 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკმა“ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღნიშნა
საერთაშორისო ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში, „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ოლიმპიური დღე ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად აღნიშნა. ოლიმპიური დღის კვირეულის ფარგლებში ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე დაბადების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ოლიმპიური პრიზიორები და სპორტის მოღვაწეები დაჯილდოვდნენ. ღონისძიების ფარგლებში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტმა სპორტსმენებმა ლიცენზიანტთა სპეციალურ დაფაზე მოაწერეს ხელი. საერთაშორისო ოლიმპიური დღე ოლიმპიური გარბენითაც აღნიშნა. გარბენი ოლიმპიურ პარკში მოეწყო. ღონისძიებაში მონაწილეობა 120-მდე სასკოლო ასაკის ბავშვმა მიიღო, როგორც თბილისის დევნილთა, ასევე კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან არსებული საჯარო სკოლებიდან. გარბენის თითოეულ მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი გადაეცა, საუკეთესო სამეული კი სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდა. ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლიდან უწევს და აგრძელებს ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობას და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერას.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)