19:32 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-18 12:03:31, 671 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია კობახიძეზე - დღეს კურდღელს ეძახის გახარიას იმ ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერად აირჩიეს

უკიდურესი აგრესიით და უდიდესი დამცირებით აღწერენ ადამიანს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ისტორიაში ყველაზე დიდ მენეჯერად აცხადებდნენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ტვ პირველის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიაზე გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, მმართველ გუნდსა და გახარიას შორის ბზარი რომ არ მომხდარიყო, ის ახლაც პრემიერ-მინისტრი იქნებოდა.

„ადამიანები უკიდურესი აგრესიით და უდიდესი დამცირების დოზით აღწერენ დღეს ადამიანს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ აცხადებდნენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ მენეჯერად და პრემიერ-მინისტრად აირჩიეს იმ ამბების შემდეგ, რისთვისაც ახლა აკრიტიკებენ. მათ შორის ბზარი რომ არ მომხდარიყო, ახლა პრემიერ-მინისტრი  იქნებოდა. ამ ადამიანების სიტყვას ფასი არ გააჩნია.

მნიშვნელობა აქვს, იმ მომენტში ოლიგარქთან ვინ არის კარგ ურთიერთობაში, ან რაღაც ინტრიგას ათამაშებს, თუ არა. არც ერთი მათი სიტყვა არ დაიჯერება არც ერთ საქმეში. ივანიშვილი და მისი გარემოცვა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნებისმიერი რამის მკადრებლები არიან და ამ ყველაფერს ჩვენი აწმყოსა და ჩვენი მოქალაქეების მომავლის ხარჯზე აკეთებენ. ადამიანი კურდღელს ეძახის დღეს  გახარიას იმ ამბების გამო, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრად აირჩია. აბსურდულობა და უტიფრობაა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას გუნდის ღალატში ადანაშაულებს. ამასთან, გუშინ, 17 ივნისს კობახიძემ „ტვ პირველის“ ეთერში გიორგი გახარიას „კურდღელი“ უწოდა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ, ე.წ. ქოლ ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა
ირაკლი ქარქაშაძე - დაპირება, რომ გაზაფხულზე ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე ახალი ავტობუსები მოემსახურებოდა, შესრულებულია
როლანდ ბერიძე ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
EURO 2024-თან დაკავშირებით, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით ფრენების სიხშირე იზრდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics