08:06 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 11:17:21, 610 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არათუ საჭიროა, არამედ ეს მისი ვალდებულებაა

სახალხო დამცველის შესვლა პანსიონში არა თუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინსიტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები შეუფერხებლად მუშაობენ და ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცულია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან. ვთვლი, რომ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ. ამ ეტაპისთვის ამის საფუძველი ჯანდაცვის სამინისტროს არ გააჩნია, რომ ვივარაუდოთ, რამე გაუარესება მოხდება. რაც შეეხება სოციალურ მუშაკებს, ისინი შეუფერხებლად მუშაობენ და ამ ეტაპისთვის ბავშვების საუკეთესო ინტერესები არის დაცული.

სახალხო დამცველის შესვლა პანსიონში არათუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცხველთან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics