|
2021-06-16 18:55:07, 485 ნახვა
საზოგადოება
ვეტერან დევნილებსა და მათ ოჯახებს 60 ბინა გადაეცათ
დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახი ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი წელს პირველად განხორციელდა. „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან ჩვენს დევნილ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს გავუუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები და გადავეცით ახალი ბინები. ეს პროექტი მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ვეტერანებს, რომლებმაც იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის სახელმწიფო შესაბამისად დაუდგეს მხარში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ვეტერან დევნილებსა და მათ ოჯახებს ახალ ბინებში ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ. „ჩვენი მიზანია, რომ დევნილ ვეტერანებსა და მათ ოჯახებს ისეთივე ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ, როგორ ღირსეულადაც ემსახურნენ ჩვენს სამშობლოს. დღეს, ახალი საცხოვრებელი დევნილ ვეტერანთა 60 ოჯახს გადავეცით. დამატებით, 100-მდე ოჯახმა ადმინისტრაციული დაპირება მიიღო, რომლის თანახმადაც საცხოვრებელ ფართებს მიმდინარე წელს მიიღებენ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს. 2021 წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებელი, დამატებით, 3000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)