08:19 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 12:24:19, 1397 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ივანიშვილის კარზე შეჯიბრია, კობახიძე, გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე, იცავს პოზიციებს

ის, რასაც დღეს ვხედავთ, არის უბრალოდ შეჯიბრი ბიძინა ივანიშვილის კარზე, - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრი სალომე სამადაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.

სალომე სამადაშვილის შეფასებით, გიორგი გახარია ცდილობს, ბიძინა ივანიშვილს შესთავაზოს პოლიტიკური პროექტი, „ქართული ოცნება“ კი, იცავს საკუთარ პოზიციებს.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ძალაუფლების წყარო და ყველანაირი პრობლემის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობაა.

„ეს არის უბრალოდ შეჯიბრი ბიძინა ივანიშვილის კარზე, იმიტომ რომ გიორგი გახარია უბრალოდ ფიქრობს, შესთავაზოს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური პროექტი, რომელიც შეიძლება მისთვის უფრო საინტერესო იყოს ვიდრე გაკოტრებული „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძე იცავს საკუთარ პოზიციებს, როგორ ამ გაკოტრებული პარტიის თავმჯდომარე და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიმღები, ძალაუფლების წყარო და საერთოდ ყველანაირი პრობლემის მიზეზი რჩება, ისევ და ისევ, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics